მშობლების საყურადღებოდ: როდის დაიწყება საბავშვო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია

© Sputnik / Olga Kiknavelidzeბავშვთა ბაღი
ბავშვთა ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება.

რეგისტრაცია თბილისის საჯარო საზაფხულო ბაღებში ადგილების შევსებამდე გაგრძელდება>>>

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები;  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ასევე  2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

სადილი საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტა

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლას ყველა ის ბავშვი შეძლებს, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 ათასს აღწევს.

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0