ზურაბიშვილი ექსკურსიებზე უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnikტურისტების ოჯახი თბილისში
ტურისტების ოჯახი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუცილებელია მოზარდი თაობის სრული უსაფრთხოება საქართველოს ღირსშესანიშნაობების გაცნობისას.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ექსკურსიების დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით მოქმედებაა საჭირო, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მაშველები - Sputnik საქართველო
ტრაგედია ლაგოდეხში: მაშველებმა დაკარგული 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

26 მაისს სასკოლო ექსკურსიის დროს უბედური შემთხვევა მოხდა. ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდი მდინარე ნინოსხევში ჩავარდა. მისი ცხედარი მაშველებმა ორშაბათს იპოვეს. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ტრაგედიის მიზეზი ნაკრძალის ტერიტორიაზე ქცევის წესების დაუცველობა გახდა.

პრეს-სპიკერმა პრეზიდენტის სახელით ექსკურსიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.

„უკანასკნელი ორი წლის სტატისტიკა ექსკურსიებზე დაღუპული და დაშავებული სკოლის მოსწავლეების შესახებ საკმაოდ შემაშფოთებელია. ამიტომაც აუცილებელია ასეთ დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით ვიხელმძღვანელოთ", – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მომავალი თაობა გაეცნოს საქართველოს ღირსშესანიშნაობებს, შეისწავლოს ქვეყანა, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია მოზარდი თაობის სრული უსაფრთხოება.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სახიფათო ექსკურსია: შვიდი წლის ბავშვი უფლისციხეში გალავნიდან გადმოვარდა

„ეს ეხება, პირველ რიგში, მოსწავლეებს, თუმცა ასეთი რეგლამენტი საჭიროა მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებსაც", – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

ექსკურსიის დროს ორშაბათს უფლისციხის ნაკრძალში შვიდი წლის ბავშვი სიმაღლიდან გადმოვარდა. მან მრავლობითი ტრავმა მიიღო.

სკოლის მოსწავლეების ექსკურსიებზე ქცევის წესები გასულ წელს გაამკაცრეს. განათლების სამინისტრომ ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2018 წლის 9 ივნისს ექსკურსიაზე ყოფნის დროს ოთხი ადამიანი – სამი მოზრდილი და ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. მიკროავტობუსი გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა.

სამინისტროს ინიციატივით, სკოლა ვალდებულია ინფორმაცია ჰქონდეს იმ ექსკურსიების თაობაზეც, რომლებსაც მშობლები დამოუკიდებლად მოაწყობენ. მათ თან უნდა ახლდეს ადამიანი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის კურსი.

ყველა ახალი ამბავი
0