თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს სავარაუდოდ ნაპირზე ფეხი დაუცურდა და მდინარე ნინოსხევში გადავარდა. რთული მეტეოროლოგიური პირობები მიუხედავად, გოგონას მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.