ყველაზე გემრიელი და იშვიათი კერძები: თბილისში კულინარიული ფესტივალი გაიმართება

© Photo: courtesy of Another Georgiaქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული იშვიათი და პოპულარული კერძების დაგემოვნება კულინარიულ ფესტივალზე იქნება შესაძლებებლი

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ქართული სამზარეულოს კულინარიული ფესტივალი (Culinary Festival Georgian Cuisine), რომელზეც ყველა მსურველი შეძლებს ტრადიციული და ახალი კერძების დაგემოვნებას, საქართველოს დედაქალაქში მეორედ, 1-5 ივნისის პერიოდში გაიმართება, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" ორგანიზატორებამ.

გასტრონომიული ფესტივალის მიზანი ეროვნული სამზარეულოს, ფართო პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ მივიწყებული კერძების პოპულარიზაცია.

აჭარული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
ამერიკული AF&Co: ქართული კერძები – წლის სამზარეულო, ხოლო აჭარული ხაჭაპური – წლის კერძი

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველოში გასტრონომიულ ტურებზე ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს. ამასთან, ჩვენი სურვილია, რომ საქართველო არ ასოცირდებოდეს მარტო ხაჭაპურთან ან ხინკალთან. ქართული სამზარეულო ხომ მრავალფეროვანი, საინტერესო და ორიგინალურია", - განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული სამზარეულოს ადგილობრივი რესტორნები, ისე მეღვინეები და დეგუსტატორების ჯგუფი. დღეის მდგომარეობით ფესტივალში მონაწილეობის სურვილი ათმა რესტორანმა გამოთქვა.

„თითოეული რესტორანი, რომელმაც ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, თავად წარმოადგენს სტუმრებისთვის გათვალისწინებულ სადღესასწაულო მენიუს - იგი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სახეობის საავტორო კერძისგან. კერძები შეირჩევა ისე, რომ მომხმარებელს შთაბეჭდილება შეექმნას რესტორანსა და შეფ-მზარეულზე", - განაცხადეს ფესტივალის ავტორებმა.

მათი სიტყვებით, ფესტივალი გათვლილია არამარტო ტურისტებზე, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, რომელთაც სურვილი აქვთ უფრო მეტი გაიგონ სარესტორნო ინდუსტრიასა და ამა თუ იმ ქართული კერძის მომზადების შესახებ.

ფესტივალის პროგრამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ღონისძიების ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0