Tbilisi Open Air 2019: მუსიკალური ფესტივალი ახალბედა ტალანტებს შანსს აძლევს

© photo: SputnikTbilisi Open Air
Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერის, შოტლანდიური როკ-ჯგუფ Franz Ferdinand-ის „გახურებაზე“ 21 ივნისს მუსიკალური ინდუსტრიის ახალბედა ქართული ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters წარდგება, იუწყებიან ორგანიზატორები.

Four Dimensional Monster Lobsters-ს ფესტივალზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა კონკურს Newcomers-ში გამარჯვების შედეგად, რომელსაც  Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორები ყოველ წელს ატარებენ, რათა ახალბედა მუსიკოსებს დიდ სცენაზე წარდგენის შესაძლებლობა მიეცეთ. Newcomers-2019-ის ტიტულისთვის იბრძოდა 12 მუსიკოსი, რომლებიც ფინალისთვის 80 კანდიდატს შორის შეირჩა. ფინალისტების გამოსვლა რუსთაველის გამზირზე ღია ცის ქვეშ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა.

Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო
Tbilisi Open Air 2019 თავის საიუბილეო ლაინაპს აცხადებს

ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters 2019 წლის იანვარში შეიქმნა. არტისტები ფსიქოლოგიური სინტი-პოპის სტილის მუსიკას ასრულებენ. უახლოეს დროს მუსიკოსების სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Secret Missions გამოვა.

ფესტივალის ორგანიზატორების ლაინ-აპიც გარკვეულია - აკუსტიკური მუსიკის და ჯაზის სცენაზე, ასევე ელექტრონული მუსიკის სცენაზე წარდგებიან ისეთი კოლექტივები, როგორიცაა Forest Rain, Explorers" Vibe, თორნიკე გაგოშვილი, Enforcement და Beqa.

Tbilisi Open Air-ი Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე 21-23 ივნისს გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ოთხ სცენაზე 60-ზე მეტი მუსიკოსი წარდგება.

წელს ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან ბრიტანული ჯგუფები Unkle და The Subways, ამერიკული დუეტი Rhye, კანადელი მომღერალი მიშელ გურევიჩი, გერმანელ-იტალიელი დიჯეი David August და რუსი მუსიკოსი Andrey Pushkarev.

Tbilisi Open Air  თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალია. ამ ხნის მანძილზე მის სცენაზე უმღერიათ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორიცაა - ზემფირა, „დდტ“, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lilies, Soap and Skin, Morcheeba, Tom Odell და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0