საქართველოში, შესაძლოა, ხორცი გაძვირდეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკოლმეურნეო ბაზარი
თბილისის საკოლმეურნეო ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაყინული ხორცის ფასი უცხოეთში თითქმის ორჯერ გაიზარდა, იტყობინებიან ქართველი იმპორტიორები.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გაყინული ხორცისა და ხორცპროდუქტების ქართველი იმპორტიორები საქართველოში ხორცის გაძვირებას პროგნოზირებენ, წერს გაზეთი „რეზონანსი".

დღეისათვის კილოგრამი გაყინული ხორცი 8 ლარი ღირს და მისი გაძვირება 10-12 ლარამდეა მოსალოდნელი.

რას ვჭამთ: თბილისის სავაჭრო ობიექტებიდან ერთ ტონამდე უვარგისი ხორცი ამოიღეს>>>

იმპორტიორები დარწმუნებული არიან, რომ გაძვირება ცუდად აისახება რეალიზაციის პროცესზე. ამ მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად ბიზნესმენები გადასახადების ლიბერალიზაციას მიიჩნევენ და ხელისუფლებას ტარიფების შემცირებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მუდმივად ძვირდება ხორცი. ყოველ შესყიდვაზე ჩვენ სხვადასხვა ფასს ვიხდით. სახეზეა მუდმივი ზრდადი ტენდენცია. ერთი ტონის ფასმა უკვე მიაღწია 2,6 ათას დოლარს, სულ ახლახან კი 1,6 ათას დოლარად შეიძლებოდა შესყიდვა", – განაცხადა ხორცპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის კომპანია "დუს" დირექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა.

ქართული კომპანიებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ეროვნული ვალუტის ვარდნაც, აღნიშნა, თავის მხრივ, კომპანია „უნივერსალი 2012"-ის წარმომადგენელმა.

კვების პროდუქტების სფეროს სპეციალისტის ლია კვარაცხელიას სიტყვებით, საქართველოში დიდი მოთხოვნაა გაყინულ ხორცზე. რესტორნები, ძირითადად, სწორედ ასეთ ხორცს მოიხმარენ, რამდენადაც მისი ფასი უფრო იაფია.

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 55 ათას ტონა ხორცს მოიხმარს და მათი ნახევარზე მეტი დაბალხარისხიანი, იმპორტირებული ხორცია, იუწყება გაზეთი „რეზონანსი".

 

ყველა ახალი ამბავი
0