რას ვჭამთ: თბილისის სავაჭრო ობიექტებიდან ერთ ტონამდე უვარგისი ხორცი ამოიღეს

© photo: National Food Agency / FB ხორცის შემოწმება
ხორცის შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს–ი) თბილისში ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას დარღვევები გამოავლინა, აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რას ვჭამთ: „დეზერტირების ბაზრიდან" გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარი ტონა ხორცი ამოიღეს>>>

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს განაგრძობს.

ქართული სუნელები - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ? რიგ პროდუქტებში ტყვია აღმოაჩინეს

სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფების მიერ ჩატარებული შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები, სხვადასხვა სახეობის ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის ხორცის  განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ.

უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრათ. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდნენ ბიზნესოპერატორები:  შპს „დადუ", შპს „ინა", შპს „მირო", შპს „ნიკორა". შემოწმებული ობიექტებიდან მხოლოდ ორში - „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები" და შპს „ახალი ხორცი" - არ დაფიქსირებულა დარღვევები.

 

კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0