რამხელა საპრიზო თანხა მიიღო ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტულის დაბრუნებით

© photo: AFP 2020 / JIJI PRESSლევან გორგაძე - „ტოჩინოშინი“
ლევან გორგაძე - „ტოჩინოშინი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ტიტულის მოპოვების შედეგად ლევან გორგაძის ყოველთვიური ხელფასი 2,5 მილიონ იენამდე გაიზარდა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საგრძნობლად გაიუმჯობესებს თავის ფინანსურ მდგომარეობას ოძეკის ტიტულის მოპოვების შემდეგ, რომელიც მან ახლახან დასრულებულ ზაფხულის ნაცუ ბაშოზე დაიბრუნა.

ტურნირში მონაწილეობისთვის ტოჩინოშინმა პრიზის სახით მიიღო 6 240 ათასი იენი (დაახლოებით 156 ათასი ლარი).

სუმოისტი ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა

საპრიზო თანხის შედგენის პრინციპი საკმაოდ მარტივია. „ბაშოს“ სერიის ტურნირზე ყველა მსურველს (კერძო პირსა თუ ორგანიზაციას) შეუძლია შეიტანოს საკუთარი ფულადი პრიზი, რომელსაც ეწოდება „კენსიო“. ერთი „კენსიო“ უდრის 60 ათას იენს (დაახლოებით 1,5 ათას ლარს). ნაცუ-ბაშოს დასრულების შემდეგ ტოჩინოშინს 104 „კენსიო“ დაუგროვდა. შედარებისათვის – კაკურიუმ, ამჟამინდელი ტურნირის ყველაზე ტიტულოვანმა სუმოისტმა, 377 (!) „კენსიო“ მიიღო (565 ათასი ლარი).

ამ საპრიზო თანხას სუმოისტს ნაღდ ფულში კონვერტით გადასცემენ. თუმცა სპორტსმენი თანხის მხოლოდ ნახევარს იღებს. დანარჩენი თანხა სუმოს ფედერაციის ანგარიშზე იდება და სპორტსმენს კარიერის დასრულებისას გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ ოძეკის ტიტულის დაბრუნების შედეგად ტოჩინოშინს ხელფასიც გაეზარდა. ახლა ქართველი სუმოისტი თვეში 2,5 მილიონ იენს მიიღებს (62,5 ათას ლარს). სეკივაკეს რანგში ყოფნისას გორგაძე თვეში 46 ათას ლარამდე იღებდა.

ტოჩინოშინს სეზონის შედეგების მიხედვით სპეციალური პრიზი გადაეცა >>

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული გაზაფხულის ჰარუ-ბაშოზე დაკარგა. ზაფხულის ნაცუ-ბაშოზე მის დასაბრუნებლად ქართველ სუმოისტს 15 შერკინებაში 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდა. დასმული ამოცანა ტოჩინოშინმა შეასრულა და შეჯიბრება დადებითი ბალანსით დაასრულა – 10-5.

მომდევნო ტურნირი, რომელშიც ტოჩინოშინი იასპარეზებს – ნაგოია-ბაშო 7-21 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0