ტოჩინოშინს სეზონის შედეგების მიხედვით სპეციალური პრიზი გადაეცა

© courtesy of Giorgi Margvelashviliტოჩინოშინი
ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული სეზონის ტურნირებზე ქართველმა სუმოისტმა 54 გამარჯვება მოიპოვა

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ - ტოჩინოშინმა სეზონზე ყველაზე მეტი მოპოვებული გამარჯვებისთვის სპეციალური პრიზი მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ქართველ სუმოისტზე იაპონიაში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

მიმდინარე სეზონის ექვს ბაშოში ტოჩინოშინმა 54 გამარჯვება მოიპოვა და 28-ჯერ წააგო. დასკვნით ტურნირზე ქალაქ ფუკუოკაში გორგაძემ რვა გამარჯვება მოიპოვა და შვიდჯერ წააგო. ბაშოს შედეგებით ტოჩინოშინი მინიმალურ კატიკოსის დასჯერდა - გამარჯვებების უმრავლესობას.

გორგაძისათვის საუკეთესო ბაშო გახდა იანვრის ტურნირი, რომელშიც ტოჩინოშინმა გაიმარჯვა (14:1) და პირველი ქართველი სუმოისტი გახდა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.

ამავე წლის გაზაფხულზე ტოჩინოშინს მიენიჭა სუმოში მეორე იერარქიული წოდება - ის ოძეკი გახდა. გადაწყვეტილება სუმოს იაპონური ასოციაციის დირექტორთა საბჭომ მიიღო. გორგაძე ისტორიაში მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც ოძეკის წოდება მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0