შვეიცარიის პოლიცია საქართველოში შეკერილ უნიფორმებს მოირგებს

© photo: Elselema LTD / FBკომპანია „ელსელემას“ მიერ შეკერილი სამხედრო ფორმა
კომპანია „ელსელემას“ მიერ შეკერილი სამხედრო ფორმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ელსელემა“ პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს და აქსესუარებს დამკვეთს ერთ კვირაში მიაწვდის

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

შეკვეთა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა, კომპანია „ელსელემამ“ შეასრულა, რომელიც სახელმწიფო  შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისათვის მრავალი წელია ასრულებს.

პარიზი - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების რეკორდი პარიზის მოდის კვირეულზე: გაყიდულია ორი მილიონის სამოსი

სააგენტოს ცნობით, კომპანია აწარმოებს ყველა სახის სპეციალური  დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისათვის.

„ელსელემა“  პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს და აქსესუარებს დამკვეთს ერთ კვირაში მიაწვდის.

კომპანიამ 2011 წლიდან ექსპორტი საერთაშორისო ბრენდების - KOTON, MONCLER, DAMAT და CHAMELEON პროდუქციის წარმოებით დაიწყო.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ლანჩხუთში ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებაც შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა.

საწარმოში ამჟამად 120-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ქართველი დიზაინერები ტოკიოში გამოფენაზე ბრწყინავენ >>

„ელსელემა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას  „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,2 მლნ ლარს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0