Rustavi2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირებს გირაო შეეფარდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკომპანია Rustavi 2-ის მიკროფონი
ტელეკომპანია Rustavi 2-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
ტელეკომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათ თანამშრომლებს ხუთი ადამიანი სასტიკად გაუსწორდა

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi 2-ის გადამღები ჯგუფის თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ორი პირი სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თავდასხმა Rustavi2-ის ჟურნალისტებზე – პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა >>

Rustavi 2-ის მონაცემებით, საუბარია ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე, რომელიც სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე რეპორტაჟს ამზადებდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ისინი იმის გამო გაემგზავრნენ, რომ იქ მკვლელობაში ბრალდებული დედის - 16 წლის გოგონას ოჯახი ცხოვრობს. თავად გოგონა პატიმრობაშია. ჟურნალისტებს მის ახლობლებთან საუბარი სურდათ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ჩვილის გაგუდვა და სექსი არასრულწლოვანთან - შსს ორ საქმეს იძიებს

ტელეკომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათ თანამშრომლებს ხუთი ადამიანი სასტიკად გაუსწორდა.

ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი მრავლობითი მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა). დაკავებულებს ემუქრებათ ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური