„მოვაგვარებთ ყველაფერს, ხელფასების გარდა“ - ხელისუფლება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში
მეშახტეების შიმშილობა ჭიათურაში - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ გაფიცულ მეშახტეებს ხელფასების საკითხის მოგვარება Georgian Manganese-ის ხელმძღვანელობასთან სამუშაო პირობებში მოუწოდა

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მოაგვაროს ჭიათურის მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტის თანამშრომლების ყველა პრობლემა, ხელფასების გარდა, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ პირველი არხის ეთერში.

„ჯორჯიან მანგანეზი“ თანხმდება გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებზე >>

მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. თანდათანობით მას ყველა მაღაროელი შეუერთდა - დაახლოებით 3 ათასი ადამიანი. ნაწილმა ქალაქის ცენტრში, რაიონულ საკრებულოსთან, სკვერში, კარვები გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა. ზოგიერთმა გაფიცულმა პირიც კი ამოიკერა.

გაფიცული მეშახტეების აქცია ჭიათურაში - Sputnik საქართველო
ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები"

მოთხოვნები ოთხი პუნქტიდან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

„ასეთ შემთხვევებში ვალდებული ვართ, შრომითი დავების მედიატორი მივავლინოთ, თუმცა გაფიცულებმა, სამწუხაროდ, უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. აქ რამდენიმე საკითხია: მათი ჯანდაცვითი სერვისების უზრუნველყოფა, კვების უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ისინი ცვლაში იმყოფებიან და შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა. ის, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია და ვალდებულიც არის აქტიურად ჩაერიოს“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, ეს საკითხები მოგვარდება.

„რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს თავად კომპანიის მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული, სამუშაო პირობებში. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ, გამოეყოთ წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ უარი განაცხადეს. დიდი იმედი მაქვს, ხელფასების მომატების საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. რაც შეეხება დანარჩენს, რაც ჩამოვთვალე, ამაზე ვართ პასუხისმგებლები და მათ ეს პრობლემები მოუგვარდებათ“, – განაცხადა სერგეენკომ.

„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან - პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ - Sputnik საქართველო
„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან" – პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ

Georgian Manganese-ის ყველა საწარმოში მუშაობა შეჩერებულია.  საუბარია ცხრა შახტზე, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანასა და ავტოპარკზე.

Georgian Manganese-ის წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა, რომ კომპანია მზად არის შეასრულოს მეშახტეების მოთხოვნები და ხელფასები ეტაპობრივად 50%-ით გაუზარდოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუშაობას განაახლებენ. მეშახტეებმა არ დაუჯერეს ამ დაპირებას და გაფიცვა განაგრძეს.

ადრე კი Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების შესახებ მოთხოვნა არარეალურია და მეშახტეები თავისი გაფიცვით უკვე კანონის ფარგლებს ცდებიან.

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, ჰოლდინგი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს". კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს >>

მანგანუმის მადნისა და მანგანუმის ოქსიდებისა და დიოქსიდების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში. მანგანუმის მადნისა და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება 2018 წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური