საქართველო ფრანკფურტში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

© photo: Georgian National Tourism Administration / FBსაქართველოს სტენდი საერთაშორისო გამოფენაზე IMEX Frankfurt 2019
საქართველოს სტენდი საერთაშორისო გამოფენაზე IMEX Frankfurt 2019  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენას, რომელზეც ქართული კომპანიებია წარმოდგენილი, 15 ათასმა სტუმარმა დაათვალიერა

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობს მსოფლიო გამოფენაში IMEX Frankfurt 2019, რომელიც 21-23 მაისს იმართება, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

ბიზნეს-ტურიზმის, მოგზაურობების, შეხვედრების და ღონისძიებების საერთაშორისო გამოფენა (IMEX Frankfurt) - დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, გამოფენაში ასევე მონაწილეობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 17 კერძო კომპანია, საიდანაც ათი - საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრია.

სასტუმრო Biltmore და  Radisson - Sputnik საქართველო
საქართველო საქმიანი ტურიზმის წლის საუკეთესო მიმართულებად აღიარეს

საქართველოს სტენდზე გამოფენის სტუმრებმა იხილეს საიმიჯო ვიდეორგოლები, გაიცნეს ქვეყნის კურორტები და ქართული ღვინო დააგემოვნეს.

ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაში 160 ქვეყნის 3,5 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. სტუმრების რაოდენობამ 15 ათასს მიაღწია.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წლის თებერვალში დააარსა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარება, უცხოური კომპანიების მოზიდვა ქვეყანაში სხვადასხვა ტურების, კონფერენციების, გამოფენების და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩასატარებლად.

ტურიზმის ახალი სახეობა - „MICE-ტურიზმი“ - ერთ-ერთი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორაციულ და პროფესიულ ტურებზე.

ყველა ახალი ამბავი
0