საქართველო საქმიანი ტურიზმის წლის საუკეთესო მიმართულებად აღიარეს

© photo: Sputnikსასტუმრო Biltmore და Radisson
სასტუმრო Biltmore და  Radisson - Sputnik საქართველო
გამოწერა
MICE-ტურიზმის მიმართულების განვითარებას საქართველოში ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კურირებს

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. Buying Business Travel Awards (ВВТА) 2018-ის ყოველწლიურ ცერემონიაზე საქართველო საქმიანი ტურიზმის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო MICE-მიმართულება უცხოეთში“. ნომინაციაში საქართველოსთან ერთად წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანი, ქალაქი დუბაი და სხვა ქვეყნები და ტურისტული მიმართულებები. ღონისძიების ორგანიზატორია ჟურნალი Buying Business Travel.

ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia!-ის დაჯილდოებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

 - Sputnik საქართველო
Welcome to Georgia: როგორ მოქმედებს ტურისტული „ოსკარი“ ქართულ ტურიზმზე

Business Travel Awards 2018-ზე დადებითად შეფასდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანობა.

ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წელს შეიქმნა. ბიუროს მთავარი ამოცანაა საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება.

ტურიზმის ახალი სახეობა - MICE-ტურიზმი - მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიონალურ ტურებზე ორიენტირებული ერთ-ერთი ტურისტული მიმართულებაა. MICE-ტურიზმი ძირითადად კარგი დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი ღონისძიებაა რომელიმე კონკრეტულ თემაზე, როგორიცაა, მაგალითად ჰობი, პროფესია ან საგანმანათლებლო თემა.

ბარსელონასა და ლონდონში საქართველოს ტურისტულ გარემოზე ისაუბრეს >>

პრემია ВВТА-ს მიზანია საქმიანი ტურიზმისა და MICE-სფეროში ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და იდეების, ლიდერ კომპანიებისა და წარჩინებული ინიციატივების, ტექნოლოგიების, სერვისების, მარკეტინგული გადაწყვეტილებების წახალისება, რომლებმაც ბიზნეს-ტურებისა და საქმიანი მოგზაურობის პროცესი უფრო ეკონომიური, სწრაფი, ხელმისაწვდომი და მარტივი გახადეს.

ყველა ახალი ამბავი
0