Welcome to Georgia: როგორ მოქმედებს ტურისტული „ოსკარი“ ქართულ ტურიზმზე

© Sputnik / Alex Shlamovქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia!-ის დაჯილდოებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია
ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia!-ის დაჯილდოებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურიზმის სფეროს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა ვინაობა 17 დეკემბერს გაირკვევა.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქართული ტურისტული სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი იბრძვის გამარჯვებისთვის პრემია Welcome to Georgia!-ს 20 ნომინაციაში. ისინი მიიღებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში“.

პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სფეროში რიგით მეოთხე დაჯილდოების ეროვნულ ცერემონიას Welcome to Georgia!, თბილისში ხუთშაბათს გაიმართა. ცერემონია Welcome to Georgia! National Tourism Awards, რომელიც 17 დეკემბერს ჩატარდება, ქართული ტურისტული სექტორის სფეროში ერთგვარ „ოსკარს“ წარმოადგენს.

ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
საქართველო სინზე: The Guardian ქართული სამზარეულოს შესახებ

ღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვა. ერთ-ერთმა მათგანმა, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების არსებობას ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.

„ძალიან კარგია, რომ მსგავსი პროექტები წლიდან წლამდე ვითარდება და იხვეწება. ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ქვეყანაში იზრდება ტურისტული სექტორი, ის პრიორიტეტულია როგორც ქვეყნისთვის, ისე დედაქალაქისთვის. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალისებს მსხვილ და წარმატებულ ბიზნესს და ხელს უწყობს მათი სერვისის სრულყოფას“, – აღნიშნა ბასილაიამ პრესკონფერენციაზე.

© Sputnik / Alex Shlamovანდრია ბასილაია
Welcome to Georgia: როგორ მოქმედებს ტურისტული „ოსკარი“ ქართულ ტურიზმზე - Sputnik საქართველო
ანდრია ბასილაია

Welcome to Georgia!-ს დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ღონისძიების დეტალებზე ესაუბრა.

„ეს არის ღია და დამოუკიდებელი კონკურსი. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ჩვენი რეპუტაცია, ჩვენი იმიჯი. ჩემთვის იყო კომპლიმენტი, როცა ზოგიერთმა ექსპერტმა, რომელიც პროექტს ახლახან შეუერთდა, განაცხადა, რომ ეს პროექტი აჩვენებს ტურიზმის ინდუსტრიის შიდა მხარეს, რადგან ხშირად ჩანს მხოლოდ ზედაპირი, ხოლო ის, რაც შიგნით ხდება, შეუმჩნეველი რჩება“, – განაცხადა მარინა ჩაიკამ ინტერვიუში.

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ჩაიკა
Welcome to Georgia: როგორ მოქმედებს ტურისტული „ოსკარი“ ქართულ ტურიზმზე - Sputnik საქართველო
მარინა ჩაიკა

ღონისძიების ორგანიზატორმა ასევე აღნიშნა, რომ ცერემონიის ნომინაციები წლიდან წლამდე იცვლება.

„ყოველწლიურად ვაანალიზებთ ნომინაციებს, სად და რა მიმართულებით ჩნდება კონკურენცია, რა მხარეებია ყურადსაღები და, პირიქით, ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რომელი სფერო შეიძლება განვითარდეს უფრო მეტად ჩვენი ნომინაციების დახმარებით“, – განაცხადა ჩაიკამ.

რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონიას 800-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, უმსხვილესი სასტუმროების გენერალური მენეჯერები და მფლობელები, ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზატორები, კაფეების, რესტორნების, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები. დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაესწრებიან მასმედიის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

© Sputnik / Alex Shlamovქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia!-ის დაჯილდოებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია
Welcome to Georgia: როგორ მოქმედებს ტურისტული „ოსკარი“ ქართულ ტურიზმზე - Sputnik საქართველო
ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia!-ის დაჯილდოებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! – ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს ყოველწლიური ეროვნული ჯილდოა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ პრემია Welcome to Georgia!-ს საინფორმაციო პარტნიორია.

ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ასევე პროექტის თანაორგანიზატორია „საქართველოს ბანკი“. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორია „ალიანს ჯგუფი“.

ყველა ახალი ამბავი
0