თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-18 АТР-ს რეიტინგში) АТР-250-ის სერიის ლიონის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.
ბასილაშვილი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი, ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ორ სეტში ფრანგ ტრისტან ლამაზინს (270) მოუგო – 7:5, 7:5.
მესამე რაუნდში გასვლის წყალობით ქართველმა სპორტსმენმა 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 15,5 ათასი ევრო გამოიმუშავა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილი კიდევ ერთ ფრანგს – ჟო-ვილფრედ ცონგას (85) შეხვდება, რომელმაც კანადელ სტივენ დიეზს სამ პარტიაში ადვილად მოუგო.
ბასილაშვილი და ცონგა ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ – ორი წლის წინ ამავე ტურნირის ნახევარფინალში. მაშინ ფრანგმა გაიმარჯვა სამ სეტში – 6:2, 3:6, 6:1.
ლიონის ტურნირი 29 მაისამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდია თითქმის 525 ათასი ევრო. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია დომინიკ ტიმი.