02:06 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
რაფაელ ნადალი

ბასილაშვილმა ნადალს მხოლოდ ერთი გეიმი მოუგო

© photo: Sputnik / Alexey Filipov
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (120)
78 0 0

ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა და 64 ათასი ევრო გამოიმუშავა.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით მე-18 ნომერი) რომში მიმდინარე „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი Internazionali BNL d'Italia-ს მოქმედ გამარჯვებულს, ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა – 1:6, 0:6. მატჩი ერთი საათი და ორი წუთი გაგრძელდა. 

ბასილაშვილმა საკუთარ ჩაწოდებაზე მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო. კორტებზე დანარჩენ დროს ნადალი დომინირებდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მხოლოდ 10 შეცდომა დაუშვა, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი ბასილაშვილის შემთხვევაში 30-ს გადასცდა.

ჩოგბურთელებს შორის შეხვედრის ანგარიში გახდა 3:0 ნადალის სასარგებლოდ. 2017 წელს ესპანელმა ბასილაშვილი „როლან გაროსის“ კორტებზე დაამარცხა 6:0, 6:1, 6:0, გასულ წელს კი US Open-ზე – 6:3, 6:7, 6:4.

მიუხედავად მერვედფინალში დამარცხებისა, ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 64 ათას ევროზე მეტი გამოიმუშავა.

ეს შედეგი ჩოგბურთელს АТР-ს განახლებულ რეიტინგში რამდენიმე პოზიციით დაწინაურების შესაძლებლობას მისცემს, რომელიც ორშაბათს, 20 მაისს გამოქვეყნდება.

რომის „მასტერსი“ 19 მაისამდე გაგრძელდება, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 5 207 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 950 ათას ევროზე მეტს მიიღებს.

თემები:
სპორტის ამბები (120)

მთავარი თემები