დეპუტატი ეკა ბესელია ახალ პარტიას ქმნის

გამოწერა
ეკა ბესელიას პარტიაში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სკანდალის ფონზე დატოვა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ივნისის ბოლოს პარტიის შექმნას გეგმავს.

ბესელია ფარ-ხმალს არ ყრის და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს >>

ეკა ბესელიამ „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, რომ პარტიის დამფუძნებლებს შორის იქნებიან ასევე ბესელიას თანამოაზრეები – დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. ვინ აღმოჩნდება კიდევ მომავალი პოლიტიკური ორგანიზაციის რიგებში, ჯერჯერობით უცნობია.

„ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამის შესახებ რამდენიმე დღეში...“, – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ სასამართლო სკანდალის ფონზე დატოვა. ურთიერთობები თანაპარტიელებთან მას საბოლოოდ გაუფუჭდა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„ვარ თუ არა კმაყოფილი? არა" – კალაძე სასამართლოების შესახებ

ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია გამოიწვია, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება გადაწყვიტა, ბესელიას დარწმუნება კეთილ ზრახვებში უკვე ვერავინ შეძლო. მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო.

თებერვალში ბესელია გამოვიდა ინიციატივით 2025 წლის ბოლომდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა უვადო დანიშვნა საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო როდესაც კანონპროექტი ჩავარდა, მან მმართველი პარტია დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბესელია „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეებთან იდგა.

ჭორები თუ გაჟონვა? საქართველოში კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ >>

ბესელიას შემდეგ „ქართული ოცნება" დატოვეს დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა, კობა ნარჩემაშვილმა, ლევან კობერიძემ და მირიან წიკლაურმა. შედეგად კი „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მაგრამ, როგორც ამას პარტიის ლიდერები აცხადებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ უკვე აღარ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის მთავარი კანონი უკვე განახლებულია.

რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათი შერჩევის კრიტერიუმები უკვე მიღებულია და პროცესიც დაწყებულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0