ბესელია ფარ-ხმალს არ ყრის და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების ინიცირებისთვის ეკა ბესელიამ 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სკანდალით დატოვა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმება.

ეს ბესელიას მეორე მცდელობაა.

თებერვალში ბესელიამ და კიდევ ორმა დეპუტატმა - გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტს წარუდგინეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესწორებების პროექტი, რომელთა თანახმადაც, საქალაქო, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადადებულიყო.

მართლმსაჯულების ქალღმერთი - Sputnik საქართველო
საქართველოს სასამართლოების შესახებ სკანდალური კანონპროექტი ძალაში შევიდა

პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ დაამტკიცა. მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მხარს ვერ დაუჭერდნენ შესწორებებს, რომლებიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. საპასუხოდ ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა დემონსტრაციულად დატოვეს „ქართული ოცნება“.

ახლა ბესელია კონსტიტუციური ნორმის შეცვლის წინადადებით გამოდის.

„მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანი არჩევით, ამას სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილება და რადგან 76 დეპუტატი დღეს არ არის მზად ამ პროექტის ინიცირებისთვის, გვჭირდება ჩვენი მოქალაქეების 200 000 ხელმოწერა,“ - განაცხადა ბესელიამ პირველი არხის ეთერში.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერას შეაგროვებს.

რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა>>

„ეს არის მოთხოვნა, რომელიც, ჩემი აზრით, საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას ეხმიანება“, - აღნიშნა ბესელიამ.

ბესელიას ინიციატივას ხელი მოაწერა ცხრა ადამიანმა, მათ შორის, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

სასამართლო სკანდალი

2018 წლის მიწურულს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა მოსამართლეთა კანდიდატების სია მათი ბიოგრაფიებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მოითხოვა დაჩქარებული წესით სიის დამტკიცება, რადგან უზენაეს სასამართლოს კატასტროფულად აკლია მოსამართლეები. უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 28 ადგილიდან 18 ვაკანტურია.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ევროპაც კი „გავაოცეთ" – ირაკლი კობახიძის პასუხი აშშ-ის ელჩის კრიტიკაზე

სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაირკვა, რომ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.

საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დათმობაზე წავიდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების პირობა დადო, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა. კანონპროექტზე მუშაობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მოგვიანებით კანონპროექტი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. კომისიის რეკომენდაციების ნაწილი პარლამენტმა გაითვალისწინა, მათ შორის, არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმების შესახებ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებისთვის კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, რომლებიც იმავდროულად მოსამართლეთა კანდიდატები არიან.

„ვარ თუ არა კმაყოფილი? არა" – კალაძე სასამართლოების შესახებ>>

საპარლამენტო უმრავლესობამ სადავო შესწორებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში 1 მაისს დაამტკიცა. ამიერიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა პარლამენტში მათ წარდგენამდე ოთხ ეტაპად განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0