რატომ გაგუდა 16 წლის დედამ საკუთარი ჩვილი? საქმის შოკისმომგვრელი დეტალები

გამოწერა
შსს-მ გაათავისუფლა პოლიციელი, რომელმაც თავის დროზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა არასრულწლოვანის სახლიდან წასვლაზე და შვილის გაჩენაზე.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვილის დედა არასრულწლოვანია.

სწორედ ბავშვის დედას, 2002 წელს დაბადებულ მ.შ.-ს წარუდგინეს ბრალი განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებაში. გამოძიების მონაცემებით, არასრულწლოვანმა ბავშვი გვიან ღამით გაგუდა საწოლში და გაიქცა.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
ჩვილის გაგუდვა - ფსიქიატრიული ექსპერტიზა და საზარელი დეტალები

ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ. მათი განცხადებით, მომხდარის შემდეგ ბავშვის დედამ ტანსაცმელი გამოიცვალა, სახლიდან ოქროს სამკაულები წაიღო და თბილისში გაიპარა. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ 16 წლის გოგონა სასტუმროში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. ახლობლები ასევე ამტკიცებენ, რომ ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივი დაასახელა – თითქოს ეს იყო შურისძიება ქმარსა და დედაზე. ოფიციალური მონაცემებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან დანაშაული აღიარა.

მკვლელობის საქმის გამოძიების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების შესაძლო გულგრილობას სწავლობს. საქმე ისაა, რომ საქართველოში სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან კანონით ისჯება, ასევე აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთა დაქორწინება.

თბილისში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ისტორია>>

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2017 წლის სექტემბერში არასრულწლოვანი მ.შ.-ს მშობლებმა პოლიციას აცნობეს, რომ გოგონა სახლიდან წავიდა. პოლიციამ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი და გამოკითხა ის, მაგრამ დანაშაულის ფაქტი ვერ გამოავლინა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის ოქტომბერში შსს-ს მიმართა არასრულწლოვანის მშობიარობის შესახებ, მაგრამ გამოძიება მაინც არ დაწყებულა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შვიდი თვის შვილი საწოლში გაგუდა და გაიქცა – კასპში 17 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა – რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან შემოსული შეტყობინება. ამ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა ერთ თანამშრომელს", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ შსს აპირებს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივ გულგრილობას ან უფლებამოსილების გადამეტებას სხვა პოლიციელების მხრიდან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით („დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა"). დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0