საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსს ეწვევა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი II ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრება ბელარუსში, II ევროპული თამაშების გახსნაზე, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ საქართველოს ელჩზე, ვალერი კვარაცხელიაზე დაყრდნობით.

სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკი საქართველოში მოიწვია >>

მისი თქმით, მინსკში II ევროპული თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან არაერთი სპორტსმენი გაემგზავრება, ამიტომ შეჯიბრების გახსნის საზეიმო ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწრება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
დიასპორა, როგორც მებრძოლი ძალა – ზურაბიშვილი ესტონეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

„ბელარუსში ვიზიტის პროგრამაში, სავარაუდოდ, გაიმართება ასევე მოლაპარაკებები, მოსალოდნელია ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

II ევროპული თამაშებზე 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი გაემგზავრება. ამ საერთაშორისო შეჯიბრებაზე სპორტის 15 სახეობა და 23 დისციპლინა იქნება წარმოდგენილი.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პირველად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის აპრილში ესტუმრა.

ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 16 დეკემბერს გახდა. იმ დროიდან მან მოიარა აზერბაიჯანი, სომხეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.

ყველა ახალი ამბავი
0