05:53 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი

სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკი საქართველოში მოიწვია

© photo by Administration of President of Ukraine
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (87)
147 0 0

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია, ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილი გაემგზავრა ორშაბათს კიევში, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად. საქართველოს პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერია, ვისთანაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა ზელენსკის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა უამბო კოლეგას თავისი პრიორიტეტების შესახებ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა თანმიმდევრულ საგარეოპოლიტიკურ კურსს გააგრძელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს.

„ამ საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის სამაგალითოა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მხარეები ასევე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს შეეხნენ და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ზელენსკის კონფიდენციალური ქონება საქართველოში: პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაცია >>

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართა. უკრაინის ცესკო-მ 30 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ზელენსკი ოფიციალურად აღიარა. მეორე ტურში მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 73,22%-მა, მის ოპონენტს, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს -  24,45%.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (87)

მთავარი თემები