თბილისი, 20 მაისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომლის ინაუგურაციაც დღეს გაიმართა კიევში, 2018 წლის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს.
დეკლარაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი და მისი მეუღლე საქართველოში მშენებარე სასტუმროში ხუთ ნომერს ფლობენ.
ქალაქი, რომელშიც ზელენსკების უძრავი ქონება მდებარეობს, არ კონკრეტდება. დეკალარაციაში აღნიშნულია, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
გარდა საქართველოსი, ვლადიმირ ზელენსკი უძრავ ქონებას ფლობს დიდ ბრიტანეთში — 91 კვ. მ ფართობის ბინას და 413 კვ.მ სახლს იტალიაში.