როგორ აღმოჩნდა თბილისში Massimo Dutti-ს ყალბი საქონელი

© photo: Massimo Dutti / FB Massimo Dutti-ს ბრენდის მაღაზია
 Massimo Dutti-ს ბრენდის მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოსავლების სამსახური თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მას „მასიმო დუტის“ (Massimo Dutti) საქართველოს წარმომადგენელმა მიმართა

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ცნობილი ბრენდის - „მასიმო დუტის“ (Massimo Dutti) საქართველოს წარმომადგენლობამ განმარტა, რომ უკანონოდ ნიშანდებული ყალბი საქონელი ამოიღეს არა ბრენდის მაღაზიებიდან, არამედ ლილოს დასახლების ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტიდან, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტიდან ამოიღეს „მასიმო დუტის“ ბრენდის კონტრაფაქტული საქონელი, რომლის საერთო ღირებულება 23,6 ათასი ლარია.

„გვსურს, განვაცხადოთ, რომ ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა „მასიმო დუტის“ ბრენდის მაღაზიებიდან, არამედ შემთხვევა ეხებოდა ერთ-ერთი ინდმეწარმის ლილოში მდებარე საწარმოს, სადაც ხდებოდა ყალბი პროდუქციის კერვა, ეტიკეტირება და რეალიზაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში „მასიმო დუტის“ ოფიციალური წარმომადგენლობის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ჩაატარეს ინვენტარიზაცია და საკონტროლო შეძენა, რომლის დროსაც არ გაიცა ჩეკი თითქმის 12 ათასი ლარის ღირებულების საქონელზე, ასევე არ გამოიწერა სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები. შედეგად, სავაჭრო ობიექტის წინააღმდეგ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები იქნა გამოყენებული.

Massimo Dutti - Sputnik საქართველო
ყალბი Massimo Dutti! თბილისში 23 ათასი ლარის სამოსი ამოიღეს

მეტიც, ინვენტარიზაციის დროს ობიექტზე აღიწერა 23,6 ათას ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, რომელიც, „მასიმო დუტის“ კომპანიის წარმომადგენლის დასკვნის თანახმად, უკანონოდ იყიდებოდა აღნიშნული სასაქონლო ნიშნით.

კონტრაფაქტული საქონელი ბრუნვიდან ამოიღეს, საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Massimo Dutti-ს პირველი მაღაზია თბილისში 2012 წელს გაიხსნა. დღეისათვის დედაქალაქში არსებული სამივე მაღაზია ბრენდის ოფიციალურ ფრანჩაიზ-ობიექტს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0