იტალიაში ქართველი ემიგრანტი ტბაში დამხრჩვალი იპოვეს

© photo: Tamar Neparidze / FBთამარ ნეფარიძე
თამარ ნეფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილის შვილმა ლაშა ჟორჟოლიანმა მასმედიას განუცხადა, რომ მომხდარის დეტალებს მას შემდეგ გაარკვევს, რაც იტალიაში ჩავა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. იტალიის ქალაქ ტრენტოში მდებარე ტბაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მასმედია. 

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
იტალიაში ქართველი ქალი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

„გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში. შემზარავი ამბავი გავიგეთ. თამარ, ეს რა გააკეთე?! შენმა ვაჟკაცმა შვილმა ლაშამ დაბადების დღე როგორი სიტყვებით მოგილოცა და ეს რა საჩუქარი გაუკეთე?! ნუთუ სულ არ შეგეცოდა... ნეტავი გეთქვა რაიმე შენი შვილისთვის, თუ გიჭირდა.... ტბაში იპოვეს შენი გაყინული სხეული. რატომ აარჩიე შენი დაბადების დღე, რატომ?!“ – წერს სოციალურ ქსელში ნეფარიძის ახლობელი შოთო სიხარულიძე.

როგორც გარდაცვლილის შვილმა ლაშა ჟორჟოლიანმა განუცხადა მასმედიას, მომხდარის დეტალებს მას შემდეგ გაარკვევს, რაც იტალიაში ჩავა. ის ტრენტოში დღეს მიფრინავს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილს სამშობლოში.

 

ყველა ახალი ამბავი
0