თბილისი, 19 მაისი - Sputnik. საქართველოში ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ - „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩატარებულ არჩევნებს აფასებს >>
მონაცემები ჟურნალისტებს „გირჩის“ კანდიდატმა ჰერმან საბომ გააცნო, რომელიც მთაწმინდის საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს. მისი ინფორმაციით, კვლევა პროფესიონალურ დონეზე არ არის ჩატარებული და შესაძლოა იყოს ცდომილება.
როგორც საბომ აღნიშნა, თავად 15,86%-მდე მოაგროვა, მეორე ტურში კი ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე გადავიდნენ. მან პროცენტული მონაცემები არ გაასაჯაროვა.
„გირჩის“ ინფორმაციით, მათ დაახლოებით 1 700-მდე ადამიანი გამოკითხეს.
19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.
გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა უკვე დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა.