არეულობისკენ მოწოდება არის დანაშაული: ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა

თბილისი, 19 მაისი  - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები დასრულდა - შედეგების მოლოდინში >>

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებისადმი მიმართვა საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უნდა იყვნენ შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქის ქადაგება: არ გვაქვს წინააღმდეგობა, გვაქვს დარდი საქართველოზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება არეულობისკენ მოწოდებაა და სახელმწიფოს შეურაცხყოფას და დანაშაულს წარმოადგენს.

„ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ღია არაკონსტიტუციური და არასახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს, გამოვხატო შეშფოთება და პირდაპირი უარყოფა, იმის მიუხედავად, რომ აქამდე ვიკავებდი თავს რამე სახის კომენტარებისა და საარჩევნო პროცესში ჩარევისგან, ჩემი უპარტიო სტატუსის გამო. იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს, იმის მიუხედავად, ასრულებს რამე ფუნქციას თუ არა, არის ის ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული, როდესაც თქვენი ტერიტორია ოკუპირებულია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

© Sputnik / Konstantin Ivanovზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
არეულობისკენ მოწოდება არის დანაშაული: ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე - Sputnik საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები

 

ყველა ახალი ამბავი
0