შუალედური და რიგგარეშე არჩევნები დასრულდა - შედეგების მოლოდინში

გამოწერა
კენჭისყრის პირველი შედეგები, სავარაუდოდ, ორშაბათს დილით გახდება ცნობილი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. დღეს, საქართველოს ცალკეულ ქალაქებში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხების დათვლის პროცედურა იწყება.

19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

არჩევნები მარნეულში - Sputnik საქართველო
ცესკო: შემოსული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხასიათს ატარებს

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

19 მაისის არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება 402 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%-მა შეძლო. ხმის მიცემა 410 საარჩევნო უბანზე 08:00 საათზე დაიწყო.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა - 17:00 საათისთვის სულ 68 საჩივარი შევიდა, რომელი, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება. კერძოდ: მარნეულში - 20, ზესტაფონში - 5, ხულოში - 11, ზუგდიდში - 30, ოზურგეთში - 1, თბილისში, №1 პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე - 1 საჩივარი.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

19 მაისს გამართულ არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. არჩევნების პროცესს აშუქებდა 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი.

არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად. გამარჯვებული ის კანდიდატი გახდება, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ ეს არ მოხდება, დაინიშნება მეორე ტური.

ძირითადი ბრძოლა წარიმართა ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

კენჭისყრის პირველი შედეგები, სავარაუდოდ, ორშაბათს დილით გახდება ცნობილი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებს.

თუ მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო, იგი ხმების დათვლის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ორ კვირაში დაინიშნება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0