„ეს არ არის სპეცრაზმი" - გიორგი გახარია ზუგდიდში ძალების მობილიზების შესახებ

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ხუთ რაიონში იმართება, საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი ზუგდიდისკენაა მიმართული

თბილისი, 19 მაისი — Sputnik.  დარწმუნებული ვარ, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ზუგდიდშიც ამომრჩეველს საშუალება ექნება თავიანთი ქალაქის მერი მშვიდად, დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში აირჩიონ,  განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ჩასვლის შემდეგ.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ხუთ რაიონში იმართება, საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი ზუგდიდისკენაა მიმართული. აქ მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი შენგელიას ექს-პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი უპირისპირდება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყველა პროვოკაციაზე პოლიციის მხრიდან იქნება მკაცრი და სწრაფი რეაგირება

ზუგდიდში მერობის 16 კანდიდატია. რაიონის 121 ათასზე მეტი ამომრჩეველს საკთარი არჩევანის გაკეთება 107 საარჩევნო უბანზე შეუძლია.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ყურადღება გაამახვილა ზუგდიდის რაიონში ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერების დიდი რაოდენობით კონცენტრირების შესახებ და თან დასძინა, რომ ზუგდიდში სპეციალური დანიშნულების რაზმი მობილიზებული არ არის.

„ეს არ არის სპეცრაზმი. ეს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტია, რომლის ძირითადი მიზანია მართვა და მართწლესრიგის დაცვა. ეს მათი აღჭურვილობაა, სადაც არ უნდა გადაადგილდნენ მშვიდობიან პირობებშიც კი... ასე მოძრაობს ეს ხალხი, ეს მათი უფლებაა“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

როგორც გახარიამ განმარტა, ზოგადად, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ „ზოგიერთი პარტიის ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება და თან ძალიან სასაცილოდ".

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი ივანიშვილს: დიახ, ვაპირებ ბოლომდე შეგისრულოთ!

ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მცდელობაში თავიდანვე დაადანაშაულა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ ზუგდიდში „ხმების დასაცავად" დაახლოებით 5 ათასი აქტივისტის მობილიზება შეძლო.

 

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებს. 

© Sputnik / Konstantin Ivanovზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
„ეს არ არის სპეცრაზმი - გიორგი გახარია ზუგდიდში ძალების მობილიზების შესახებ - Sputnik საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები

 

ყველა ახალი ამბავი
0