თბილისსა და სეულს ზაფხულის სეზონზე ჩარტერული რეისები დააკავშირებს

© FB / Korean AirKorean Air-ის თვითმფრინავი
Korean Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და კორეის დედაქალაქებს შორის ჩარტერული რეისების რაოდენობა გაორმაგდება

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელსაც ავიაკომპანია Korean Air შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

მალტას დედაქალაქი ვალეტა - Sputnik საქართველო
თბილისიდან მალტაში პირდაპირი რეისი შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა კორეის ეროვნული ავიაგადამზიდავის - Korean Air-ის განაცხადი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ქვეყნებს შორის ფრენები 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს Airbus A330-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნული რეისები საქართველოში კორეელი ტურისტების ნაკადს უზრუნველყოფს.

გასულ წელს Korean Air-მა ორი ჩარტერული რეისი შეასრულა.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოში ფრენების განრიგი
თბილისსა და სეულს ზაფხულის სეზონზე ჩარტერული რეისები დააკავშირებს - Sputnik საქართველო
საქართველოში ფრენების განრიგი
ყველა ახალი ამბავი
0