თბილისიდან მალტაში პირდაპირი რეისი შესრულდება

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიმალტას დედაქალაქი ვალეტა
მალტას დედაქალაქი ვალეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ზაფხულის სეზონზე სამგზავრო რეისები 52 მიმართულებით შესრულდება

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ავიაკომპანია Air Malta თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს 4 ივლისიდან შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ავიარეისები ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით შესრულდება, მაგრამ TAV GEORGIA-ში იმედოვნებენ, რომ მომავალში Air Malta საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას გაზრდის.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ჩამოფრენას მსოფლიოს უფრო მეტი ქალაქიდან შეძლებენ

„ყოველი ახალი რეისი გულისხმობს ახალ სტრატეგიულ მიმართულებას. ტურიზმის წინსვლისთვის პირდაპირი ავიარეისები უმთავრესია, შესაბამისად ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ გამოხატა საქართველოში ოპერირების სურვილი. მალტა საინტერესოა მიმართულებაა, ჩვენ ვაგრძელებთ კიდევ სხვა ბაზრებზე მუშაობას, იმისთვის უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოთი“, - განაცხადა ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მიესალმება ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე. Air Malta-სთან 2015 წლიდან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. კიდევ ერთი ავიაკომპანია ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენი მიმართულება გახლავთ ახალი ავიაკომპანიების დაინტერესება იმით, რომ შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე“, – განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

საქართველოს და აშშ-ს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს >>

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე) კვირაში საშუალოდ 590 რეისი განხორციელდება - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტი.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
თბილისიდან მალტაში პირდაპირი რეისი შესრულდება - Sputnik საქართველო
საქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
ყველა ახალი ამბავი
0