„არ ვარ მომღერალი და ვერც ვიტყვი, რომ ვგიჟდები ჩემ ნამღერზე“ – ნინა წკრიალაშვილის აღიარება

© photo: Nina Tskrialashvili / FBნინა წკრიალაშვილი
ნინა წკრიალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოუბიზნესის ხმაურიანი წევრი გულახდილობით ყველასგან გამოირჩევა – საქართველოში პირველია, რომელიც ქართული PLAYBOY-სთვის გაშიშვლდა.

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი არ მალავს საკუთარ მინუსებსა თუ პლუსებს. მისი ქცევა მუდამ ყურადღების ცენტრშია. ტრაგიკული, უიმედო, ხშირად ცრემლით მოცული ცხოვრება მის პირად სივრცეს არ სცდება. საზოგადოებას თავს პოზიტივით, სილამაზითა და საინტერესო ცხოვრებით ამახსოვრებს.

ნინა წკრიალაშვილზე ათას ჭორ-მართალს საუბრობენ. ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, მუსიკალური კარიერა, სამოდელო სფერო, მამაკაცებთან ურთიერთობა – არ არსებობს თემა, რომელზეც ერთი ჭორი მაინც არ გსმენიათ ან წაგიკითხავთ.

ყველაზე მეტ კითხვას მისი ხმის ტემბრი და სმენა ბადებს. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ნინა უნიჭოა და ბიზნესმენი მამის მეშვეობით აიწყო კარიერა, ხოლო ვისაც მომღერლის ბავშვობის ვიდეოები უნახავს, სულ სხვა შთაბეჭდილება ეუფლება.

ნინა წკრიალაშვილის უხამსი ვიდეო: რატომ ემუქრება მას ყოფილი შეყვარებული?>>

მიუხედავად ჭორებისა, ნინა წკრიალაშვილი რეალობას თვალს უსწორებს და გადაცემაში „მძიმე კაცთან" საუბრობს, რომ თავს მომღერლად არასდროს თვლიდა.

„მე მომღერალი არ ვარ. სიმღერა არის ჩემი ჰობი, ვოკალის გაკვეთილზეც არასდროს მივლია. უბრალოდ, მაქვს კარგი სმენა, მიყვარს მუსიკა და ბევრად კარგად ვუკრავ, ვიდრე ვმღერი. მუსიკოსები ამბობენ, რომ დამახასიათებელი ტემბრი მაქვს, მაგრამ ხმა არა. არც იმას ვიტყვი, რომ ვგიჟდები ჩემ ნამღერზე. ვაღიარებ, რომ მე უბრალოდ გამიმართლა“, – თქვა წკრიალაშვილმა.

ნინა წკრიალაშვილი 1978 წელს გორში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ჰყავს უმცროსი და-ძმა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით მიიღო. დაოჯახდა 17 წლის ასაკში და ერთი ვაჟი ჰყავს. პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ასევე რამდენიმე წელი კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამმართველოს უფროსი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0