მიიზიდავს თუ არა ქართველ ტურისტებს სომხური ღვინო და სამზარეულო

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsარქკიტექტურულიკომპლექსი კასკადი
არქკიტექტურულიკომპლექსი კასკადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის ექსპერტებმა განიხილეს, დაინტერესდებიან თუ არა სომხეთის ტუროპერატორებით ქართველი ტურისტები

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი, ტურები უქმეებზე - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელმაც ქართველი ტურისტები სომხეთში შეიძლება მიიზიდოს, განაცხადეს ტურიზმის ექსპერტებმა ვიდეოხიდზე თბილისი-ერევანი.

იციკ მოშე - Sputnik საქართველო
რა იზიდავს საქართველოში ისრაელის მოქალაქეებს

ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებას მიეძღვნება, „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა. ვიდეოხიდში მონაწილეობა მიიღეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრმა ეკატერინე ლომაძემ და ტურიზმის ექსპერტმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა, ტურისტული ფირმა First Travel-ის დირექტორმა კარენ ანდრეასიანმა.

ნიკო კვარაცხელიას თქმით, ქართველებში ტურისტული მგზავრობის დაგეგმვა ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ევროპელებში და ეს ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

ვინ ჩამოდის ყველაზე ხშირად საქართველოში >>

„თქვენ იცით ქართული ხასიათი: ქართველები ჯერ ფიქრობენ ოჯახის მოწყობაზე, ახალი ტექნიკის ყიდვაზე და ა.შ. მოგზაურობა და დასვენება ჩვენთან მეშვიდე-მერვე ადგილზეა, ეს მოიცდის, რად გვინდა დასვენება. ამ კუთხით ჩვენ არ ვართ ევროპელები, რომლებიც ამბობენ, რომ წელიწადში უნდა 11 თვე იმუშავო, ერთი თვე - დაისვენო. ასეთი კულტურა ჩვენთან ჯერ არ არის“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

კვარაცხელიას თქმით, ქართველები სომხურ სტუმართმოყვარეობას ძალიან აფასებენ. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ქართველებისთვის პროგრამაში ჩართონ უქმეების ტურები, გზის, სასტუმროების მითითება და ერევნის ცენტრის დათვალიერება. კვარაცხელიას თვალსაზრისით, ამ ტურებს ბევრი ქართველი ტურისტი შეიძენდა.

© Sputnik / Alex Shlamovნიკო კვარაცხელია.  ვიდეოხიდი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში
მიიზიდავს თუ არა ქართველ ტურისტებს სომხური ღვინო და სამზარეულო - Sputnik საქართველო
ნიკო კვარაცხელია.  ვიდეოხიდი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრის, ეკატერინე ლომაძის თქმით, ქართველ ტურისტებს სომხეთში პირველ რიგში იზიდავს სიახლოვე. ერევნამდე სულ რაღაც ხუთ საათში ჩახვალ.

„მე ძალიან მომეწონა, რომ გზად იყო გემრიელი რესტორნები. არაჩვეულებრივად ამზადებენ ხორცს, თევზს და კერძების იაფი ფასები ძალიან მიმზიდველია. ვფიქრობ, რომ არამარტო მე, მსოფლიოში ყველას იზიდავს დაბალი ფასები. საქართველო და სომხეთი ამ კუთხით ყველას იზიდავს“, - აღნიშნა მან.

ლომაძე დარწმუნებულია, რომ ქართველები სომხეთს თავის ქვეყანასთან შედარებაში შეიცნობენ, რადგან ასე თუ ისე ეს ამიერკავკასიაა, მსგავსი ლანდშაფტით, ეკლესიების აგებულებით და კულტურით.

© Sputnik / Alex Shlamovეკატერინე ლომაძე. ვიდეოხიდი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში
მიიზიდავს თუ არა ქართველ ტურისტებს სომხური ღვინო და სამზარეულო - Sputnik საქართველო
ეკატერინე ლომაძე. ვიდეოხიდი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში

ტურისტული ფირმა First Travel-ის დირექტორმა კარენ ანდრეასიანმა აღნიშნა, რომ ის წარმოშობით საქართველოდანაა და ქართველებთან ხშირი კონტაქტები აქვს. მისი თქმით, ქართველებს ძალიან მოსწონს სომხური გასტრონომია, მწვადი, ჩალაღაჯი, ამიტომ გასტრონომიული ტურები ძალიან პოპულარული იქნებოდა.

„ასევე საინტერესო შეიძლება იყოს ის, რომ საბჭოთა პერიოდში სომხეთში ღვინო არ იწარმოებოდა. ეს იყო საქართველოს პრიორიტეტი - ჩვენ კონიაკი ჩაგვაბარეს, ახლა კი ბევრი ღვინო გვაქვს... ბოლოჯერ ქართველ გიდებთან ერთად რესტორანში ვიყავი და მათ ძალიან მოეწონათ სომხური ღვინო. აქაც არის შედარების მომენტი, ქართველი ტურისტებისთვის ესეც საინტერესო იქნება. ეს ნაწილი ქართველ ტუროპერატორებამდე უნდა მივიტანოთ და განვავითაროთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ანდრეასიანმა.

© Sputnik / Alex Shlamovეკატერინე ლომაძე და ნიკო კვარაცხელია.  ვიდეოხიდი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში
მიიზიდავს თუ არა ქართველ ტურისტებს სომხური ღვინო და სამზარეულო - Sputnik საქართველო
ეკატერინე ლომაძე და ნიკო კვარაცხელია.  ვიდეოხიდი „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში

2018 წელს საქართველოდან სომხეთში 314 ათასი ვიზიტორი ეწვია, ხოლო სომხეთიდან საქართველოში - 1,27 მილიონი.

ყველა ახალი ამბავი
0