მამუკა ბახტაძე: ყაზახეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი ქართულ-ყაზახური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში დიდ პოტენციალს ხედავს

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ყაზახეთს და საქართველოს ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ასტანის XII ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კასპიის გაზის ვოიაჟი: გზა საქართველოდან ევროპაში >>

ოთხშაბათს ბახტაძე ყაზახეთის პირველ პირებს შეხვდა. მხარეები საქონელბრუნვის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ და სატრანზიტო-სატრანსპორტო სფეროში ურთიერთქმედება განიხილეს. გარდა ამისა, ხელმოწერილია შეთანხმებები ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.

„ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ დიდი პოლიტიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით მაინც ვხედავთ ასათვისებელ და შესაბამისად გასაზრდელი თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, - ციტირებს მამუკა ბახტაძეს პრემიერის პრესსამსახური.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ის შესაძლებლობებს, რომელიც ორ ქვეყანას ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში გააჩნია.

მამუკა ბახტაძე ყაზახეთში შეხვედრებს მართავს - Sputnik საქართველო
დეპუტატი მოლაპარაკების დეტალებზე: ღვინო - ყაზახეთში, ხორბალი - საქართველოში

„საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, რაც ბუნებრივ ხიდად გვაქცევს ამ ორ კონტინენტს შორის, ხოლო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობისთვის. საქართველოს შეუძლია ყაზახეთს შესთავაზოს ეს უპირატესობა, რაც  გააძლიერებს ლოგისტიკური მიმართულებით თქვენი პოტენციალის სრულ რეალიზაციას“, - განაცხადა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა საქართველოს როლი გლობალურ ეკონომიკაში, მათ შორის გამოყო მისი მონაწილეობა პროექტებში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და „ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (Trans-Caspian International Transport Route – TITR).

TITR - საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორია, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთზე და ევროპის ქვეყნებზე. მისი წევრები არიან წამყვანი საზღვაო და სატრანსპორტო კომპანიები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან.

რა იქნება „ახალი იმპულსი" საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობაში >>

მან ასევე ისაუბრა საქართველოში დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების კუთხით პერსპექტივები განიხილა.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააჩნია როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. რამდენიმე სხვა შეთანხმება ფორმდება სწორედ ამ დროს, როცა თქვენ წინაშე ვსაუბრობ და ამ ტემპის შენარჩუნება  გვაქვს განზრახული. სხვაგვარად ვერც მოხერხდებოდა ასე სწრაფად ცვალებად სამყაროში“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებას უთმობს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მაგალითად მოიყვანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0