„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაია კუზანოვას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. წყვილი ზაფხულში იქორწინებს.

ექიმს და ტელეწამყვანს ნინო ნადირაძე-კუზანოვას ქართველ პოპულარულ ქალბატონებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. ის ყოველთვის გულახდილი და გახსნილია პრესასთან, ამასთან ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, ამიტომ არასოდეს წყდება საზოგადოების ინტერესი მისი და მისი ოჯახის მიმართ.

© photo: Nino Nadiradze / FBოჯახთან ერთად
„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო - Sputnik საქართველო
ოჯახთან ერთად

როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით ირკვევა, კუზანოვების ოჯახში ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება. ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ერთადერთი ქალიშვილი ბაია კუზანოვა ქორწინდება. ამის შესახებ საზოგადოებას ნინომ თავად ამცნო და ვიდეოც ატვირთა ფეისბუქ-გვერდზე.

„ჩემო თაყვანისმცემლებო, მტრებო და მოყვარეებო, სტუმრად მყავს ჩემი სასიძო, მისი დედიკო, დეიდა... სიდედრი ვხდები ამ ზაფხულს. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ასატანი. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ მომავალი ნათესავებით“, – ამბობს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.

როგორც ირკვევა, ბაიას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. წყვილი ზაფხულში იქორწინებს. ოჯახებს უკვე ყველაფერი გარკვეული აქვთ, მეტიც, კუზანოვები სასიძოს ხშირად მასპინძლობენ შინ. ამის ამსახველ ფოტოებს კი ბედნიერი სასიდედრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

© photo: Nino Nadiradze / FBგუგა კუზანოვა გიორგი ბეჟაშვილთან ერთად
„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო - Sputnik საქართველო
გუგა კუზანოვა გიორგი ბეჟაშვილთან ერთად

„გილოცავ ნინო. ყველაზე ტკბილი სიდედრი იქნები ალბათ“.

„ოოოო, დიდი პასუხისმგებლობაა ნინოს სიძე იყო. სასიძოს წარმატებები“.

„ყველაზე მაგარი სიდედრი იქნები ნინო, გაუმართლა სიძეს“, – წერენ ნინოს გულშემატკივრები.

© photo: Baia Kuzanova / FBბაია კუზანოვა და გიორგი ბეჟაშვილი
„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო - Sputnik საქართველო
ბაია კუზანოვა და გიორგი ბეჟაშვილი

ბაია კუზანოვა ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის პირველი ქალიშვილია. არც ბაიამ უღალატა ოჯახურ ტრადიციას და პროფესიად სამედიცინო გზა აირჩია. ის ხშირად აკეთებს ოპერაციებს მამასთან ერთად და ამ ამბით აღფრთოვანებული ნინო ოპერაციების ამსახველ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

© photo: Baia Kuzanova / FBოპერაციის დროს
„სიდედრი ვხდები, ეს არის ძალიან მძიმე“: ვინ არის კუზანოვების სასიძო - Sputnik საქართველო
ოპერაციის დროს
ყველა ახალი ამბავი
0