პასუხობს ევროპისა და აშშ-ს მოსახლეობა: არის თუ არა ყირიმი რუსეთის ნაწილი

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიევპატორია, ყირიმი
ევპატორია, ყირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეკითხვას „მიგაჩნიათ თუ არა ყირიმი რუსეთის ნაწილად“ დადებითად უპასუხა: გერმანელების 38%-მა, ბრიტანელების 34%-მა და ამერიკელების 27%-მა.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მცხოვრებთა 30%-ზე მეტს ყირიმი რუსეთის ნაწილად მიაჩნია, რაზეც მეტყველებს „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ავტორიტეტულმა ფრანგულმა სოციოლოგიურმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. 

შეკითხვას „მიგაჩნიათ თუ არა ყირიმი რუსეთის ნაწილად“ დადებითად უპასუხა: გერმანელების 38%-მა, ბრიტანელების 34%-მა და ამერიკელების 27%-მა.

კვლევის თანახმად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით განხორციელდა 2019 წლის 9-15 აპრილს, ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის კუთვნილებად არ მიიჩნევს: აშშ-ის მოსახლეობის 27%,  დიდი ბრიტანეთის 34%, საფრანგეთის მოსახლეობის 37% და გერმანიის მოსახლეობის 43%.

რუსლან ბალბეკი - Sputnik საქართველო
ყირიმის გასათავისუფლებლად: დეპუტატი უკანონო ფორმირების ჩამოყალიბებაზე საუბრობს

აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ, 2016 წლის მარტში ვითარება რამდენადმე განსხვავებული იყო. მაშინ ყირიმი რუსეთის ნაწილად არ მიაჩნდა ფრანგების 45%-ს და გერმანელების 48%-ს.

როგორც IFop-ის გამოკითხვამ აჩვენა, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, ახალგაზრდებზე მეტად უფროსი თაობა მიიჩნევს ყირიმს რუსეთის ნაწილად. ასეთ თვალსაზრისს იზიარებს 35 წელს ზემოთ მოსახლეობა საფრანგეთში 41%, ბრიტანელების 35%. რაც შეეხება მატ ახალგაზრდა თანამემამულეებს, ნახევარკუნძული რუსეთის კუთვნილებად მიაჩნიათ 27% და 30%  შემთხვევაში.

ყირიმი რუსეთის ნაწილად მიაჩნია აშშ-ის 35 წელს გადაცილებული მოსახლეობის  28%-ს, საწინააღმდეგო აზრისაა 18-დან 24 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 18%.

საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად უფრო ხშირად მიიჩნევენ, ვიდრე არასრული საშუალო განათლების მქონენი. საფრანგეთში ამ მოსაზრებას ეთანხმება უმაღლესი განათლების მქონეთა 39% და უდიპლომოთა 33%.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 18 წელს გადაცილებული 4010 რესპონდენტი. ცდომილების მაქსიმალური დონე შეადგენს 3,1%-ს 95%-იანი სანდოობით.

 „Sputnik.მნენია" - საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას" ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.



ყველა ახალი ამბავი
0