ყირიმის გასათავისუფლებლად: დეპუტატი უკანონო ფორმირების ჩამოყალიბებაზე საუბრობს

© photo: Sputnik / Alexander Natruskin / გადასვლა მედიაბანკშირუსლან ბალბეკი
რუსლან ბალბეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირიმის რეგიონის დეპუტატი სახელმწიფო სათათბიროში რუსლან ბალბეკი უკრაინაში ახალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბების მცდელობას აანონსებს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ექსტრემისტები უკრაინაში ახალ უკანონო შეიარაღებულ ფორმოირება „ჰაითარმას“ ქმნიან, რომლის ამოცანაც ყირიმის გათავისუფლებაა, განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას ყირიმის რეგიონის დეპუტატმა სახელმწიფო სათათბიროში რუსლან ბალბეკმა. 

Виды Крыма. Балаклава. Черное море - Sputnik საქართველო
ყირიმი თურქეთს აფრთხილებს, არ დაუჭიროს მხარი „მეჯლისს“

მისი თქმით, ბატალიონის შექმნის უკან რუსეთში ექსტრემისტულად ცნობილი და აკრძალული ორგანიზაცია „ყირიმელ თათართა მეჯლისი“ დგას.

„ოპერატიული და ღია წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ექსტრემისტები მოხალისეებისგან მორიგ ბატალიონს ქმნიან. წინა ანალოგიური მცდელობები ბატალიონ „ასკერისა“ და ნომან ჩელებიჯიჰანის სახელობის ბატალიონის შექმნის მცდელობა ჩავარდა“, — აღნიშნა ბალბეკმა.

დეპუტატის თქმით, ახალი ბატალიონის სახელიცა და მიზნებიც მხოლოდ ირონიას იწვევეს.

„ჰაითარმა — ეს ყირიმელი თათრების ეროვნული ცეკვაა. დასანანია, რომ ექსტრემისტები განაგრძობენ სპეკულაციას ყირიმელი თათრების თემით. ყირიმში პატივს სცემენ ნებისმიერ შემოქმედებას, გარდა „იარაღით ცეკვისა“. ამიტომ „ჰაითარმას“ ყველა გმირს, მათი „შემოქმედებითი ხელმძღვანელის“, ჯემილევის თაოსნობით, ყირიმში ჩამოსვლა მხოლოდ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებსა და საკონცერტო პროგრამით შეუძლიათ. მაგრამ ყირიმში აპლოდისმენტებს ვერ ეღირსებიან“, — აღნიშნა ბალბეკმა.

ყირიმი რუსეთის რეგიონი 2014 წლის მარტში გახდა, მას შემდეგ, რაც იქ რეფერენდუმი ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ყირიმი კვლავ თავისად და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად მიაჩნია, რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის მოსახლეობამ დემოკრატიული გზით, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების თანახმად გააკეთა არჩევანი, შეერთებოდა რუსეთს. პრეზიდენტ  ვლადიმირ პუტინის თქმით, ყირიმის საკითხი „საბოლოოდ არის დახურული“.

 

ყველა ახალი ამბავი
0