დიასპორის საუკეთესო პროექტებს საქართველოს ხელისუფლება დააფინანსებს

© Sputnik / Alexander Imedashviliლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა დაასახელა დიასპორის წარმომადგენლების საკონკურსო პროექტების მიღების ვადები

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობა შექმნის ქართული დიასპორის წარმომადგენელთა პროექტების დაფინანსების ფონდს, განაცხადა ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს განათლების სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო შეიქმნა >>

„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. მეტიც, მოგეხსენებათ, რომ ახალი კონსტიტუციით, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა

იდეის ინიციატორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავდაპირველად ფონდი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს.

პროექტებზე თანხები ფონდიდან კონკურსის საფუძველზე გამოიყოფა. საკონკურსო პროექტები 14 მაისიდან 14 ივნისამდე მიიღება.

საქართველოს მთავრობა დიასპორასთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად უამრავ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა ქართული ენის ონლაინ შესწავლა, დიასპორის წარმომადგენლების შვილების დასვენება საქართველოში, ქართული განყოფილებები უცხოეთში მდებარე ბიბლიოთეკებში.

ყველა ახალი ამბავი
0