ბაქოში ისევ აფრიალდა საქართველოს დროშა

© Sputnik / STRINGERტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტატო გრიგალაშვილმა „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე თავის კარიერაში პირველი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველომ ბაქოში ძიუდოს ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა >>

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ბერძენ ალექსიოს ნტანატსიდისს სძლია.

საქართველოს ნაკრებისთვის ბაქოს შეჯიბრებაზე ეს მედალი მეორე გახდა. პირველ დღეს ტურნირის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-60 კგ) გახდა.

ავთო ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
ანტალიის გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტის იპონი საუკეთესოდ აღიარეს

გრიგალაშვილს (IJF-ის რეიტინგით 65-ე ნომერი) შეჯიბრების ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მას უფრო გამოცდილი ბულგარელი ივაილო ივანოვი გადაეღობა (IJF-ის რეიტინგით მე-11 ნომერი). საბოლოო ჯამში ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, რომელიც „დიდი სლემის“ სერიის ტურნირებზე მისთვის პირველი გახდა.

მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს კიდევ ორი სპორტსმენი წარმოადგენდა. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა მერვედფინალის სტადიაზე ისრაელის წარმომადგენელ მუკი საგის დაუთმო, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) მეორე წრეში ბერძენ გეორგიოს აზოიდისთან დამარცხდა.

ბაქოს ტურნირის დასკვნით დღეს, 12 მაისს, ძიუდოისტები მედლებს სამ წონით კატეგორიაში გაათამაშებენ. საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი: ლაშა ბექაური და ავთო ჭრიკიშვილი (ორივე -100 კგ); გელა ზაალიშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ).

ყველა ახალი ამბავი
0