21:36 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
თემურ ნოზაძე

საქართველომ ბაქოში ძიუდოს ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა

© photo: Georgian Judo Federation / FB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (406)
125 0 0

ქართველი ძიუდოისტები მედლებისთვის შაბათს ორ წონით კატეგორიაში იბრძოლებენ

თბილისი, 10 მაისი –  Sputnik. ქართველი ძიუდოისტი თემურ ნოზაძე ძიუდოში სერიიდან „დიდი სლემი“ ტურნირის ვიცე–ჩემპიონი გახდა. ტურნირი დღეს ბაქოში დაიწყო.

შეჯიბრების ფინალში 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნოზაძე ბრაზილიელ ფილიპე კიტადაის შეხვდა და ორთაბრძოლის დაწყებიდან 1 წუთისა და 36 წამის შემდეგ წააგო.

ნოზაძისთვის სერიიდან „დიდი სლემის“ ტურნირებზე ეს მეორე მედალია კარიერის განმავლობაში. ამა წლის თებერვალში ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაო მოიგო პარიზის შეჯიბრებებში.

ბაქოს ტურნირის მეორე დღეს გათამაშდება მედლები ორ – 73 და 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარადგენს ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში – ტატო გრიგალაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი.

თემები:
სპორტის ამბები (406)

მთავარი თემები