„მამიდას“ ბრალი წაუყენეს: წავა თუ არა ციხეში როენა ხუცურაული

© photo: Sputnik / Stringerმთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ როენა ხუცურაულს, რომელიც სასტუმრო „მამიდას“ მფლობელია, ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება „პირველი არხი“. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
როენა მამიდა დააკავეს: თბილისელი „პროსტიტუტკები გლოვობენ"

ტელეარხის ინფორმაციით, ხუცურაულის გარდა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ასევე წარედგინა მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს.

აღნიშნული მუხლი პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

ხუცურაულის ადვოკატ არჩილ დვალიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩვენი შუამდგომლობა იქნება, საქმე საერთოდ შეწყდეს. ასევე ალტერნატივის სახით შევთავაზებთ 30 000 ლარს, რადგან როენა ხუცურაული არის უდანაშაულო“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს პატიმრობის მოთხოვნის საფუძველს მისცემს.

გამოძიება „პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის“ მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებს ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0