თბილისი, 9 მაისი — Sputnik. მიწის მასა ჩამოწვა ჭიათურა-საჩხერის საავტომობილო გზაზე, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღეს შუადღეს დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.
მთებს შორის მიწის მასა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით ჩამოწვა, რის შედეგადაც ღელე დაგუბდა.
ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და მეხანძრე-მაშველები, ასევე თბილისიდან გაემგზავრა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფი.
არსებული ინფორმაციით, უნდა მოხდეს ადგილის დრონებით შესწავლა, რათა წყალი ისე გამოუშვან დაგუბებული ადგილიდან, რომ პრობლემები არ შეიქმნას.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ ყოფილა და სიტუაცია რეგულირებადია.