თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა დღეს, სოფელ ბჟინევში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა გადაკეტა, რის გამოც რამდენიმე ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა.
მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექი გახდა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.