თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე დღეს მეწყერი ჩამოწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მიწის მასამ საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა.
ორბელიანის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
შემთხვევის ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი და თბილისის მერიის თანამშრომლები იმყოფებიან.
მათი განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.