„დავიხსნათ „მამიდა“ სისტემის კლანჭებიდან“ – Facebook-ზე როენას დაკავებაზე ღადაობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმსუბუქი ყოფაქცევის ქალები
მსუბუქი ყოფაქცევის ქალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით რომ „მამიდა“ დააკავეს, ინტერნეტ სივრცეში დღის ტოპ სიახლედ იქცა

სოციალური ქსელის მომხმარებლები „მამიდას“ დაკავებას „ეპოქის დასასრულად“ აღიქვამენ, ზოგიც კი მის გათავისუფლებას ითხოვს.

Facebook-მომხმარებლებმა შეშფოთება გამოთქვეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაც კი დააანონსეს:

„ალბათ გაიგებდით, რომ შსს-მ პროსტიტუციის მიზნით ფართის გადაცემის ბრალდებით დააკავა ერისა და ბერის მამიდა როენა ხუცურაული. მამიდას ჩვენ არასოდეს დავუტოვებივართ მარტო გასაჭირის ჟამს, ახლა კი ის დროა, რომ მხარში დავუდგეთ და გაწეული სამსახურისათვის გადავუხადოთ სამაგიერო. 10 მაისს პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე, გელოდებით ყველას, უკვე დავაჟკაცებულს თუ ჯერ დაუვაჟკაცებელს, ერთად დავიხსნათ მამიდა სისტემის კლანჭებიდან!“

პროსტიტუცია - Sputnik საქართველო
დაკავებული „მამიდა“ თავს დამნაშავედ არ ცნობს

როენა ხუცურაული გლდანში, საკუთარ სასტუმროში დააკავეს.

სოციალური ქსელის მომხმარებელი Kaxaber Aronovich Gelenidze კი წერს: „ახლა ეს ბიზნესიც ხელში ჩაიგდეს...“

დღევანდელ „ტრაგედიას“ ეხმიანება ბლოგერი გურამ შეროზიაც:

„სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული დააკავეს. პ.ს. ნეტა ახლა გაიგეს, რომ ეცნენ? მე ძაან მესაყვარლება როენიკო და იმედია მალე გამოუშვებენ“.

თუმცა, ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ მამაკაცები დარჩნენ „მამიდის“ გარეშე:

მარიამ გვარამია ასკვნის: „ეპოქა დამთავრდა“.

მომხმარებელი სახელად ნუკი წერს: „არაფერს არ მოგაკლებთ მამი, შენ არ ინერვიულო, გოგოები აქ ვართ ყველანი“.

როგორც აღმოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გული ცხელმა კომენტარებმა ვერ გაათბო და გამოძიება დაიწყო პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მესამე ნაწილით.

ყველა ახალი ამბავი
0