დაკავებული „მამიდა“ თავს დამნაშავედ არ ცნობს

© Photo: geralt / Pixabay პროსტიტუცია
პროსტიტუცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როენა ხუცურაულის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ფართი რამდენიმე წლის განმავლობაში გაქირავებული ჰქონდა და მეიჯარის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული, იგივე „მამიდა“ თავს დამნაშავედ არ ცნობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი არჩილ დვალიშვილი აცხადებს, რომ „მამიდას“ გლდანში მდებარე საკუთარი ფართი რამდენიმე წლის განმავლობაში გაქირავებული ჰქონდა, ხოლო მეიჯარე რა საქმიანობას ეწეოდა – არ იცოდა.

„ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. მას ფართი რამდენიმე წლის განმავლობაში იჯარით ჰქონდა გადაცემული სხვა პიროვნებისთვის და მის საქმიანობაში არ ერეოდა – თუ კონკრეტულად რა ფუნქციით დატვირთა მოიჯარემ“, – განაცხადა დვალიშვილმა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
როენა მამიდა დააკავეს: თბილისელი „პროსტიტუტკები გლოვობენ"

თბილისში სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით სასამართლო განჩინების საფუძველზე სამი პირი დააკავეს.

ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით სისტემატურად აქირავებდნენ.

ადვოკატის თქმით, დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს და სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 48 საათის შემდეგ გაიმართება.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ჩადენილი დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის მარტში აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სასტუმრო „მამიდის" ადმინისტრატორი და სასტუმრო "მზის" მფლობელი და ადმინისტრატორიც დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0