თბილისში ავტობუსის მძღოლი 60 წლამდე მამაკაცმა დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისში, დიღმის მასივში N46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა თელავში: დაჭრილია 25 წლის მამაკაცი

შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი 60 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0