სისხლიანი გარჩევა თელავში: დაჭრილია 25 წლის მამაკაცი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. კახეთის რეგიონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში დღეს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს ნაკვეთი ჭრილობა ბასრი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაკავება - Sputnik საქართველო
თელავის უნივერსიტეტის ეზოში 24 წლის მამაკაცი დაჭრეს

ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო ქირურგიური ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0