როდის დასრულდება თბილისი–მანგლისის გზის რეაბილიტაცია

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშისაგზაო ნიშნები
საგზაო ნიშნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისისა და დაბა მანგლისის დამაკავშირებელი გზის სარემონტო სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დასრულდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანგლისი, რომელიც დედაქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

სვანეთი - Sputnik საქართველო
ვითარება მესტია–ლასდილის გზის მონაკვეთზე – ზვავსაშიშროებამ პრობლემები შექმნა

გარდა ამისა, თბილისი(პანტიანი)–მანგლისის საავტომობილო გზა უერთდება კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას და ამასთან უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან.

მანგლისის გზის 23-32-ე კილომეტრზე სარემონტო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, ტროტუარები, წყალგამტარი მილები და ავტოპავილიონები.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 7 მლნ ლარამდეა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0