სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

გამოწერა
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. გიორგობის დღესასწაულზე თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილ ბავშვთა 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის Imedi.

მიხა არაბული - Sputnik საქართველო
ილია მეორემ 77 წლის მიხა პაპა მონათლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კიდევ 777 ბავშვის ნათლია გახდა. ახალმონათლულ ბავშვებს ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 38 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0